
აღდგენილი ხატი დაუბრუნდა ტაძარს
XIX საუკუნის ღვთისმშობლის ხატი ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დაბრუნდა.
ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ტაძარს XIX საუკუნის შუა ხანებიდან ეკუთვნის, ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა რესტავრაციაში ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
რესტავრატორებმა გაასუფთავეს ზედა ფენა, გაამყარეს ხის ფუძე და აღადგინეს ოქროს ფონი.
ხატი დაბრუნდა ტაძარში და დასვენებულია ჩრდილოეთ კედელთან. კურთხევა აღესრულა 12 ივლისს, პეტრე-პავლობის ლიტურგიის შემდეგ.